ბარმენი, III საფეხური

პროფესიული პროგრამა: ბარმენი კვებისა და სასმელების სერვისი; კვალიფიკაცია - ბარმენი III საფეხური, 6 თვე; ბარმენის საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობა პროგრამის ხელმძღვანელი: ჟაკო ჯორჯაძე და ირაკლი ყრუაშვილი საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება: ბარმენი სილაბუსები (მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლისათვის) პროგრამის მოცულობა: III საფეხური: 30 კრედიტი (1 კრედიტი - 25 საათი) სულ: 750საათი; 

 პროგრამის მიზანი და შედეგი: მოდულის ძირითადი მიზანია თანამედროვე ბარის ორგანიზაციის, ფუნქციონირებასა და მომხმარებელთა მომსახურების საქმის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესწავლა, ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა, ბარში სათანადო გარემოს შექმნა, სწორი მენეჯმენტი, საკუთარი საქმის პროფესიონალიზმი და მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა, რაც ბარის მუშაობის გარანტია. იცნობს და იცის კვების ობიექტების სახეები და მათი მუშაობის სპეციფიკა; კვების ობიექტის (ბარი, რესტორანი, კაფე, ბისტრო, ბუნგალო და ა.შ) ორგანიზაციული სტრუქტურა და ფუნქციონირების ძირითადი პრონციპები; სასტუმროს ბარებისა და რესტორნების მუშაობის სპეციფიკა; იცის სასტუმროს ოთახებში მინი ბარების ორგანიზება და კონტროლი; საფუძვლიანად იცის: დადგენილი წესების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება და ორგანიზება; ბარის ავეჯის დალაგება, დახლის გაფორმება და მოწყობა; სამუშაო არეალის დასუფთავება; უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზება, ვენტილაციის რეჯიმის, ხანძარსაწინააღმდეგო, შრომის უსაფრთხოების და სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვა; ბარის დანადგარების, აპარატურის, ინსტრუმენტების დანიშნულებისამებრ გამოყენება და მათი მოვლა; ლუდის ჩამოსასხმელი აპარატების გამოყენება და მოვლა; ყავის დასამზადებელი აპარატის გამოყენება და მოვლა; ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია; სტუმრის მიღება და განთავსება; მენიუსა და ღვინის ბარათის გაცნობა, დეტალების ახსნა, სტუნრის კონსულტირება, შეკვეთის მიღება და გაფორმება; სტუმრის მომსახურება; შეუძლია სტუმრებთან კომუნიკაცია და მათი გართობა; შეუძლია საკუთარი სამუშაო გრაფიკისა და გეგმის შედგენა და მისი თანწყობა სხვა წევრების სამუშაო გეგმასთან; მუდმივად ზრუნავს ბარის მუშაობის ხელშესაწყობად, რეკლამირებისა და მომხმარებელთა მოზიდვის მიზნით. საფუძვლიანად იცნობს კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს, მომსახურების არსს სტუმარმასპინძლობის ძირითადა პრონციპებს, პროფესიული ეთიკის ძირითად პრონციპებს.


barmen-iii-01 barmen-iii-02