ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „იკაროსის“  მისია

ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი “იკაროსი”-ს მისიაა პროფესიული განათლების განვითარებითა და პოპულარიზებით უზრუნველყოს საზოგადოების წინსვლა; ხელი შეუწყოს ქვეყნის პოტენციალის რეალიზებას; განვითარებაზე ორიენტირებული და საერთაშორისო, ტრანსრეგიონალურ დონეზე კონკურენტუნარიანი პროფესიული პროგრამების განხორციელების მეშვეობით, მოამზადოს კონკრეტული დარგის ისეთი სპეციალისტი, რომელიც შეძლებს მუდმივად ცვალებად, განვითარებაზე ორიენტირებული შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტაციას, ხელს შეუწყობს საკუთარი სფეროს დინამიურ განვითარებას.