დარგობრივი საბჭოს წევრებს სიგელები გადაეცათ

11 ივლისს, პროფესიულ კოლეჯ „იკაროსში“, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გაიმართა დარგობრივი საბჭოების წლიური მუშაობის შედეგების შეჯამებისა და დარგობრივი საბჭოს წევრთათვის სიგელების გადაცემის ცერემონია.

შეხვედრის ფარგლებში გაკეთდა აქცენტები იმ როლისა და ფუნქციების მნიშვნელოვნებაზე, რომლებსაც დარგობრივი საბჭოს წევრები ასრულებენ პროფესიული განათლების სისტემის განვითარების საქმეში, გაანალიზდა მთელი წლის მანძილზე დარგობრივი საბჭოების მიერ შესრულებული სამუშაო და შეფასდა მიღებული შედეგები.

დარგობრივი საბჭოს წევრთა მხრიდან გამოითქვა მნიშვნელოვანი მოსაზრებები და რეკომენდაციები საბჭოების მუშაობის პროცესის შემდგომ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.