სტატიები

 

     ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი “იკაროსის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კონდიტერის სტუდენტემა ილია ქარქუსაშვილმა და გიორგი სამსონიძემ მონაწილეობა მიიღეს 2019 წლის 7-9 მარტს პოლონეთში (კრაკოვში) გამართულ საერთაშორისო გასტრონომიული სკოლების მოლოპოვსკის XX-ე იუბილეზე. თემა: „კლასიკური მემკვიდრეობა“, სადაც მონაწილეობას იღებდა პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი,საბერძნეთი, ჩინეთი, გერმანია, საფრანგეთი და საქართველო.

    კოლეჯის სტუდენტებმა კონკურსში  მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს.
ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „იკაროსის“ ადმინისტრაცია ულოცავს სტუდენტებს მიღწეულ გამარჯვებას და უსურვებს კიდევ მრავალ შემოქმედებით წარმატებას.