სტატიები

პროფესიული პროგრამებისათვის ტესტირება 5 მაისს ჩატარდება

პროფესიული პროგრამებისათვის ტესტირება 5 მაისს ჩატარდება
 
პროფესიული ტესტირება 5 მაისს 09:00 საათიდან დაიწყება.
 
პრეტესტი ჩატარდება 4 მაისს და მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
 
პროფესიული ტესტირებისათვის საგამოცდო ბარათები გაიცემა სარეგისტრაციო ცენტრებში. ბარათის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელი ვებგვერდიდან www.vet.emis.ge
 
საგამოცდო ბარათის აღება შეგიძლიათ 4 მაისის ჩათვლით. უნიკალური კოდის დაკარგვის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220.
 
 
ბარათზე მითითებული იქნება:
აპლიკანტის პირადი ინფორმაცია;
რეგისტრაციის დრო;
საგამოცო ცენტრის მისამართი;
ინფორმაცია პრეტესტის შესახებ.
 
საგამოცდო ბარათის მისაღებად თან იქონიეთ:
სარეგისტრაციო ფურცელი;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.