სტატიები



2013 წლის მაისის თვეში ჩატარდა გამოკითხვა იმ დამსაქმებლებთან, ვისთანაც გაფორმეული გვაქვს მემორანდუმები საწარმოო პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებით, სადაც გამოიკითხა 62 ობიექტი, შეკითხვები ეხებოდა ძირითადად: თუ რამდენად კმაყოფილები არიან კოლეჯის კურსდამთავრებულებით, რა მოთხოვნებს უყენებენ კურსდამთავრებულებს დასაქმებისათვის? ასევე რა ვაკანსიები აქვთ უახლოეს ერთ წელიწადში და ა. შ. კითხვაზე რა ზოგად მოთხოვნებ უყენებენ კურსდამთავრებულებს დასაქმებისათვის, პირველ რიგში უნდა იყოს თავისი საქმის პროფესიონალი, პასუხისმგელიანი, უცხო ენები უნდა იცოდეს, ჰქონდეს კომუნიკაციის უნარი და იყოს მონდომებული. კითხვაზე რომელი უცხო ენები უნდა იცოდეს კურსდამთავრებულმა შემდეგნაირად გადანაწილდა: რუსული ენა ძალიან კარგად 15%, საშუალოდ 31%, არ ჭირდებათ 1%; ინგლისური ენა ძალიან კარგად 18 %, საშუალოდ 33%, არ ჭირდებათ 1%, დანარჩენი 1% სხვა უცხო ენებზე გადანაწილდა, მნიშვნელოვანია, რომ ინგლისურ ენასთან ერთად საკმაოდ მოთხოვნადი გახდა რუსული ენა. კოლეჯში არსებული პროფესიული პროგრამებიდან ყველაზე მოთხოვნად პროფესიად დაასახელეს სარესტორნო საქმის მწარმოებელი, მზარეული და ბარმენი. ასევე რა პროფესიებზე აქვთ ვაკანსიები და რომელი პროფესიის კურსდამთავრებულებს დაასაქმედნენ, დაასახელეს შემდეგი პროფესიები: 41% მიმტანები, 23% მზარეულები, 13% ბარმენები, სასტუმრო საქმის მწარმოებელი 9%, მიმღები-რეცეფციონისტი 7%. დამსაქმებლები ითხოვენ მეტ პრაქტიკას და სტაჟირებას. აქედან გამომდინარე მოხდა სასწავლო პროგრამების მოდიფიცირება, სადაც სასწავლო-საწარმოო პრაქტიკა და თეორიული სწავლება არის 70% თანაფარდობა 30%-ზე. ასევე, გამოიკვეთა უცხო ენის მაღალი მოთხოვნა, როგორც ინგლისური ენის, ასევე რუსული ენის, აქდან გამომდინარე მოხდა უცხო ენის საათების გაზრდა ყველა სპეციალობაში, რათა კოლეჯის სტუდენტები იყვნენ უფრო კონკურენტუნარიანები და დასაქმებულები.

წარმოგიდგენთ კვლევის შედეგებს დიაგრამების სახით: