gidi-02

გიდი, III საფეხური 

პროფესიული პროგრამა: გიდი კვალიფიკაცია: გიდი III საფეხური - 10 თვე; გიდის საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობა პროგრამის ხელმძღვანელი: თამარ ბასილაშვილი; ირაკლი ეფრემიძე; საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება: გიდი III საფეხური პროგრამის მოცულობა: 60 კრედიტი ( 1 კრედიტი - 25 საათი) 1500 საათი  პროგრამაზე დაშვების წინაპირობა პროგრამაზე დაიშვებიან პირები, რომლებსაც აქვთ საშუალო განათლების საბაზო საფეხურის ატესტატი ან დოკუმენტი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა საშუალო განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე. პროგრამის გავლის მსურველი უნდა იყოს სრულწლოვანი. პროგრამის მიზანი პროფესიული პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალიზირებული გიდი, რომელსაც ექნება დეტალური ცოდნა არჩეულ ვიწრო სპეციალობაში, სფეროსთვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების,პროცესების და ზოგადი კონცეფციების, შეეძლება გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი ნაბიჯების გაცნობიერება. პროგრამა შეასწავლის: მომხმარებლის მომსახურებას,საქართველოს ისტორიას და თანამედროვეობას,კულტურასა და ეთნოლოგიის საკითხებს, უსაფრთხოებას, ეკონომიკის, ბიზნესის და ტურიზმის საფუძვლებს, ექსკურსიამძღოლობის საფუძვლებს და საექსკურსიო მეთოდს, სპეციალობის თავისებურების გათვალისწინებით ექსკურსიის მომზადებას და ჩატარებას. პროგრამის მიზანია სტუდენტი ჩამოყალიბდეს საერთაშორისო სტანდარტის სპეციალიზირებულ გიდად, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი დონის ცოდნითა და გიდისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებით, რის რეალიზებასაც შეძლებს ფიზიკურ გარემოში პროგრამის დასრულებისა და დასკვნითი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მიენიჭება სპეციალიზირებული გიდის კვალიფიკაცია და შეძლებს იმუშაოს როგორც დამოუკიდებელმა გიდმა, ასევე იმუშაოს სასტუმროებში, ტურისტულ სააგენტოებსა და კომპანიებში, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში, მუზეუმებში, სხვადასხვა საწარმოებსა და კომპანიებში, რეგიონალურ მუნიციპალიტეტებში.