konditeri-02konditeri-03კონდიტერი III საფეხური

პროფესიული  პროგრამა:

კონდიტერი კვალიფიკაცია - კონდიტერი; III საფეხური - 8 თვე; კონდიტერის საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობა პროგრამის ხელმძღვანელი: ნატა წერუაშვილი საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: საკონდიტრო ნაწარმის მომზადება სილაბუსები (მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლისათვის)

 

პროგრამის მოცულობა: III საფეხური: 90კრედიტი (1 კრედიტი - 25 საათი) სულ:2250 საათი; კონდიტერის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ პროფესიული სტუდენტი მიიღებს საკონდიტრო ნაწარმის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დამადასტურებელ დოკუმენტს.   

 

 

 

konditeri-01

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: კონდიტერის სპეციალობაზე სწავლების უფლება აქვს ყველა პირს, რომელსაც ექნება 9 კლასის დამადასტურებელი საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი.

პროგრამის მიზანი და შედეგი: პროფესიული პროგრამის მიზანია მოამზადოს მეორე საფეხურის კვალიფიკაციის კონდიტერი, რომელსაც ეცოდინება საკონდიტრო ნაწარმის მომზადების ტექნოლოგია და მეთოდები, შენახვის მეთოდები, საკონდიტრო და საკვები პროდუქტების სახეები და კვებითი ღირებულება. კურსდამთავრებული სწავლის პროცესსი გამოიმუშავებს კონდიტერისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. შეუძლია კონდიტერის, სუ კონდიტერის, შეფ-კონდიტერისა და სხვა პერსონალის მითითებების და შენიშვნების მიღება, გათვალისწინება და სათანადო დასკვნის გამოტანა ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით. სამუშაო განრიგების, მენიუების და რეცეპტების გაგება და გააზრება. კომუნიკაცია საკონდიტროს სამზარეულოსა და რესტორნის ნებისმიერი რგოლის პერსონალთან; მათი დავალებებისა და თხოვნის ყურადღებით მოსმენა, მოსმენილის გაგება, გააზრება და საჭიროებების დაზუსტება: წარმოქმნილი პრობლემის შესახებ ინფორმაციის დეტალური და ამომწურავი მიწოდება. იცის პროფესიული ტერმინოლოგია და იყენებს მას; კურსის დასრულების შემდეგ შეუძლია, რეცეპტის საფუძველზე, დამოუკედებლად მოამზადოს (ცომის მოზელვა, დაჭრა, გადახვევა, ფენებად დაკეცვა, ფორმის მიცემა, საჭირო დანამატების გამოყენება, გამოცხობა) პატარა პურები (კონტინენტური პურები), ბაგეტები, ფუნთუშეული, ორცხობილა, კრეკერი, კეკსები, ბისკვიტები, ტარტალეტკა; ყავაზე მისართმევი მშრალი ნამცხვრები; ზეთზე მომზადებული ღვეზელები; მარტივი კრემები.