მიმღები-რეცეფციონისტი

პროფესიული პროგრამა: მიმღებ - რეცეფციონისტი სასტუმრო საქმე; კვალიფიკაცია : მიმღებ-რეცეფციონისტი; III საფეხური, 6 თვე; მიმღებ - რეცეფციონისტის საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობა პროგრამის ხელმძღვანელი: დავით ჭაჭანიძე-მაგისტრი; ნინო ურუშაძე-მაგისტრი; ნათია ბობღიაშვილი - მაგისტრი; ეკა ტყემალაძე - მაგისტრი; ნათია ლემონჯავა - მაგისტრი; 
recep-04 recep-03   საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება: მიმღებ-რეცეფციონისტი პროგრამის მოცულობა: III საფეხური: 30 კრედიტი ( 1 კრედიტი - 25 საათი) სულ: 750 საათი; 6 თვე პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სასტუმრო საქმის მწარმოებლის სპეციალობაზე სწავლების უფლება აქვს ყველა პირს, რომელსაც ექნება სრული ზოგადი განათლების ატესტატი. პროგრამის მიზანი და შედეგი: პროფესიული პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური სასტუმროს მიმღები - რეცეფციონისტი, რომელსაც ეცოდინება სასტუმროს როგორც ერთიანი ორგანიზმის სტრუქტურა, სასტუმროს მუშაობის სპეციფიკა, სტუმრის მიღება, კონსულტირება და სათანადო მომსახურების გაწევა, სასტუმროს მიღება-განთავსების, დაჯავშნის და დასუფთავების სამსახურების მუშაობა და პროცედურები. პროფესია არის მომსახურებაზე ორიენტირებული და გულისხმობს სტუმრისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას. პროგრამა შეასწავლის ობიექტის რეკლამირების, მომხმარებელთა მომსახურების, საზოგადოებასთან ურთიერთობის და სტუმარმასპინძლობის ეტიკეტს. პროგრამის მიზანია სტუდენტებს პროფესიისათვის საჭირო ცოდნის დაუფლებასთან ერთად სასტუმროს მიმღები - რეცეფციონისტისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები გამოუმუშაოს. პროგრამის დასრულების და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ კურსდამთავრებულს მუშაობა შეეძლება სხვადასხვა ტიპის სასტუმრო ობიექტებში: სასტუმრო ბრენდები, დიდი, საშუალო და მცირე ზომის სასტუმროები, სასტუმრო სახლები, დასასვენებელი სახლები, სანატორიუმები, საკურორტო კომპლექსები, საკრუიზო გემები.

recep-01recep-02