სასტუმრო საქმის მწარმოებელი, III საფეხური

 

პროფესიული პროგრამა: სასტუმრო საქმე სასტუმრო საქმის მწარმოებელი III საფეხური 8 თვე; სასტუმრო საქმის მწარმოებლის საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობა პროგრამის ხელმძღვანელი: დავით ჭაჭანიძე-მაგისტრი; ნინო ურუშაძე-მაგისტრი; ნათია ბობღიაშვილი - მაგისტრი; ეკა ტყემალაძე - მაგისტრი; ნათია ლემონჯავა - მაგისტრი; მარინე ქერელაშვილი - მაგისტრი; იზაბელა ფერიშვილი - მაგისტრი საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება: სასტუმრო საქმის მწარმოებელი პროგრამის მოცულობა: III საფეხური: 60 კრედიტი ( 1 კრედიტი - 25 საათი) სულ: 1500 საათი; პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სასტუმრო საქმის მწარმოებლის სპეციალობაზე სწავლების უფლება აქვს ყველა პირს, რომელსაც ექნება სრული ზოგადი განათლების ატესტატი. sastumro-01 პროგრამის მიზანი და შედეგი: პროფესიული პროგრამის მიზანია მოამზადოს სასტუმროს კვალიფიციური საქმისმწარმოებელი, რომელსაც ეცოდინება სასტუმროს როგორც ერთიანი ორგანიზმის სტრუქტურა, სასტუმროს მუშაობის სპეციფიკა, სტუმრის მიღება, კონსულტირება და სათანადო მომსახურების გაწევა, სასტუმროს მიღება-განთავსების, დაჯავშნის, დასუფთავების კონსიერჟის, მომარაგების, კვებისა და სასმელების სერვისის სამსახურების მუშაობა და პროცედურები. პროფესია არის მომსახურებაზე ორიენტირებული და გულისხმობს სტუმრისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას. პროგრამა შეასწავლის ობიექტის რეკლამირების, რეალიზაციის, მომხმარებელთა მომსახურების, საზოგადოებასთან ურთიერთობის და სტუმარმასპინძლობის ეტიკეტს. პროგრამის დასრულების და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ კურსდამთავრებულს მუშაობა შეეძლება სხვადასხვა ტიპის სასტუმრო ობიექტებში: სასტუმრო ბრენდები, დიდი, საშუალო და მცირე ზომის სასტუმროები, სასტუმრო სახლები, დასასვენებელი სახლები, სანატორიუმები, საკურორტო კომპლექსები, საკრუიზო გემები.