ტუროპერატორი, III საფეხური

პროფესიული პროგრამა: ტუროპერატორი კვალიფიკაცია: ტუროპერატორი III საფეხური 8 თვე; ტუროპერატორის საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობა პროგრამის ხელმძღვანელი: ლალი მიქელაძე;  საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება: ტუროპერატორი სილაბუსები (მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლისათვის) პროგრამის მოცულობა: III საფეხური: 60 კრედიტი (1 კრედიტი - 25 საათი) სულ: 1500 საათი; პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პროგრამაზე დაიშვებიან პირები, რომლებსაც აქვთ სრული განათლების საბაზო საფეხურის ატესტატი ან დოკუმენტი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა საშუალო განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე. პროგრამის გავლის მსურველი უნდა იყოს სრულწლოვანი.   პროგრამის მიზანი და შედეგი: პროფესიული პროგრამის მიზანია: სტუდენტი ჩამოყალიბდეს საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული მომსახურების დაჯავშნის სპეციალისტად, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი დონის ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რის რეალიზებასაც შეძლებს ფიზიკურ გარემოში. ექნება სფეროსთვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების,პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, შეძლებს გააცნობიეროს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი ნაბიჯები. პროგრამა შეასწავლის: ტურიზმის მენეჯმენტის საფუძვლებს,მომსახურების არსს და ნორმებს, ქვეყნის ტურისტულ ინფრასტრუქტურას,საქართველოს ისტორიას, გეოგრაფიას, ხელოვნებას, ეთნოლოგიას და კულტურას,საქართველოს კანონმდებლობას და პროფესიულ ეთიკას,გარემოს დაცვას და ეკოლოგიას,უსაფრთხოებას, მეწარმეობის საფუძვლებს, დაჯავშნის საერთაშორისო პროგრამებს. პროგრამის მიზანია: სტუდენტს საჭირო პროფესიულ ცოდნასთან ერთად გამოუმუშაოს აუცილებელი უნარ-ჩვევები. პროგრამის დასრულებისა და დასკვნითი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ სტუდენტს მიენიჭება ტურისტული მომსახურების დაჯავშნის სპეციალისტის კვალიფიკაცია და შეძლებს იმუშაოს ტურისტულ სააგენტოებსა და კომპანიებში.